ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლაში მოქმედი ინტელექტუალური კლუბი - „რა? სად? როდის?“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პოპულარული კლუბია 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში.
კლუბის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ინტელექტუალურ თამაშებს და საერთაშორისო ტურნირებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას.
კლუბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლის საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში. იგი მოზარდებს აძლევს თვითგამოხატვისა და განვითარების საშუალებას, ზრდის მოტივაციას სწავლის მიმართ და აყალიბებს გუნდურ პასუხისმგებლობას.
„ქუთაისის N23 საჯარო სკოლა კვლავ გააგრძელებს მსგავს საქმიანობს“,- აღნიშანვენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: