საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-2 კლასელთა ზღაპრული სპექტაკლი და სცენაზე გაცოცხლებული „სიზმარა“
06-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი - „სიზმარა“ და დამსწრე საზოგადოება არა მხოლოდ სასწავლო მიღწევებით, არამედ გამორჩეული ნიჭითაც გააოცეს.

პატარა მსახიობებმა : გაბრიელ ბუჩუკურმა, ელი გრიგალაშვილმა, ნერსე ასპანიძემ, ანამარია სვანაძემ, ტასო ბერიანიძემ, გაბრიელ ვაშაკიძემ, თეკლა ნიქაცაძემ, თებეა შანიძემ, დაჩი დევდარიანმა, ნიკოლოზ ხულორდავამ და გაბრიელ პატარაიამ - საოცრად შეასრულეს როლები. თითოეულმა მათგანმა შეძლო პერსონაჟის ხასიათის გადმოცემა და მაყურებლისთვის დაუვიწყარი ემოციების მინიჭება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეების გამართული მეტყველება და სამსახიობო ოსტატობა. სცენაზე მათი ბუნებრიობა და ენერგია შთამბეჭდავი იყო. სპექტაკლი დატვირთული იყო სიმღერითა და ცეკვით, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა სასკოლო საზოგადოება მოზარდების მრავალმხრივ ნიჭიერებაში. სიმღერისა და ცეკვის ნიჭმა დარბაზი აღფრთოვანებაში მოიყვანა.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში აშკარა იყო მშობლების აღტაცება და სიამაყე. მათი ემოციები, აპლოდისმენტები და ღიმილი საუკეთესო შეფასება იყო.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი - მარი თაბაგარი გახლავთ, პროდიუსერი სკოლის დირექტორი - ლალი მელივა, მუსიკალურ ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური, ხოლო ქორეოგრაფი - ნათია ხუჭუა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...