21-ე საუკუნეს ბიოლოგიაში ოქროს ხანა უწოდეს. ამის საფუძველი ის ბიოტექნოლოგიური მიღწევებია, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და მისი საქმიანობის ყველა სფეროს. სწორედ ამ საკითხებში ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა ქუთაისის N4 საჯარო სკოლის X კლასში (კლასის ხელმძღვანელი მაკა გუბელაძე) ჩატარებული აქტივობა - რატომ უნდა ვისწავლოთ ბიოლოგია?!
მოსწავლეებმა ისაუბრეს მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის გზებზე, ღეროვანი უჯრედების ფორმებზე, პლასტიკურობასა და მათ გამოყენებაზე სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
ბიოლოგიის პედაგოგმა - ელენა ბუაძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც ღეროვანი უჯრედების გამოყენებას ახლავს თან, ხაზი გაუსვა ბიოლოგიის შეწავლის აუცილებლობას ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაგება-გააზრებისათვის.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: