ქუთაისის N16 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა და მათი ხელოვნების პედაგოგმა საინტერესო პროექტი განახორციელეს.
ისინი ეწვივნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტში დედათა მონასტერს, სადაც იღუმენია დედა ნატალია მოღვაწეობს. ეს მონასტერი ერთადერთია საქართველოში, რომელიც დიდმოწამე კონსტანტინ-კახის სახელობისაა.
დედა ნატალიამ სრულფასოვნად მოუთხრო მოსწავლეებს დიდმოწამე კონსტანტინ-კახის, ქართველთა მთავარის ცხოვრების შესახებ. დალოცა ბავშვები და წმინდანის ხატით დაასაჩუქრა.
„ეს დღე იყო ძვირფასი მათ ცხოვრებაში. ბავშვებმა ერთხმად და უპირობოდ „სიკეთის და სიყვარულის დესპანად“ აღიარეს დედა ნატალია. ის გახლავთ მორწმუნე მართლმადიდებელი ხატმწერი უთბილესი დედაო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: