თუ ბავშვი სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირეთ - სამინისტრო განმარტავს, როგორ მოიქცეთ
06-06-2025

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცაია მალე დასრულდება და უნდა აღინიშნოს, რპმ პირველივე დღეს, არაერთმა მშობელმა სოციალურ ქსელში დააფიქსირა უკმაყოფილება იმის გამო, ბავშვი ვერ დავარეგისტრირე, ბაზის გახსნიდან 10 წუთში ყველა ვაკანტური ადგილი შეივსოო.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ შვილი სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირა? - აღნიშნულ კითხვას სამინისტრო პასუხობს:

„2025 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, დაიწყება საჯარო სკოლაში რეგისტრაციის მე-4 ეტაპი, რომელიც გულისხმობს გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვის რეგისტრაციას.

გამოთავისუფლებული ადგილების სანახავად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს:  https://skolebi.emis.ge/ მე-4 ეტაპზე ბავშვის რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ საჯარო სკოლას“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...