ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
პატარებს საყვარელმა მასწავლებელმა ლანა კილაძემ სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცა და ზღაპრული დღესასწაული მოუწყო.
მოსწავლეებმა ანბანის წარმატებით შესწავლა იზეიმეს, ხოტბა შეასხეს „დედაენას“ მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და მუსიკალურ ნომრებითაც გაამდიდრეს ღონისძიება.
საზეიმო გაკვეთილის დასასრულს კი ბავშვებს მეორე კლასისკენ მიმავალი გზა საყვარელმა ჟოზემ დაულოცა.
იხილეთ ფოტოები: