ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-06-2025

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ კონკურსში, იძენენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას და სკოლაში არაერთი წარმატებით ბრუნდებიან. 

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა კონკურსის - „რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში“ დაჯილდოება.

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინო ვარშავსკი, ალექსი მიქაძე, თაზო კეშელავა, დაიანა ციცხვაია და მათი პედაგოგი ​მაია ფხაკაძე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...