ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებებს მოსწავლეები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით უდგებიან და სინტერესო ნამუშევრებსაც ქმნიან.
ახლახან მე-2 კლასელებმა ბუნებისმეტყველების შესწავლისას, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. მათი დავალების თემა იყო - „მაგნიტის ძალა დავეხმაროთ ფიფქიას“. მოსწავლეებმა პედაგოგ ვარა გალიბინის ხელმძღვანელობით, მაგნიტის თვისებები შეისწავლეს და თამაშ-თამაშით ფიფქიასაც დაეხმარნენ.
მოსწავლეებისთვის დავალებაზე მუშაობა მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: