ჩიხარეშის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაზე ზღაპარი „კონკია“ დაიდგა
06-06-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში საგნობრივ სწავლებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრირებულ და შემოქმედებით აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესებისა და უნარების მრავალმხრივ განვითარებას.

მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ინიციატივები, რომლებიც სწავლას სიხალისეს მატებს.  ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია უცხო ენის პედაგოგ დალი თავართქილაძეის განხორციელებული შემოქმედებითი პროექტი - მოსწავლეებთან ერთად ინგლისურ ენაზე დადგმული ცნობილი ზღაპარი „კონკია“.

სპექტაკლის მზადების პროცესში ბავშვებმა არა მხოლოდ უცხო ენის ცოდნა გაიღრმავეს, არამედ თეატრალური ხელოვნების საფუძვლებსაც გაეცნენ.

მოსწავლეები როლებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. წარმოდგენა დიდი წარმატებით ჩატარდა. მოსწავლეები მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. 

„ჩიხარეშის საჯარო სკოლას უცხო ენის პედაგოგმა დალი თავართქილაძემ ზეიმი მოუწყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...