თბილისის N219 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეექვსეა და ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტი - „დედამიწის კლიმატური სარტყელების ორგანული სამყარო“.
პროექტის მიზანი იყო დედამიწის კლიმატური სარტყელების ძირითადი ტიპების - ეკვატორული, ტროპიკული, ზომიერი, არქტიკული და ანტარქტიკული - შესწავლა; თითოეულ კონტინენტზე სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში, გავრცელებული მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის მიმოხილვა.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბუნებისმეტყველების მასწავლებლები - მედეა ტატიშვილი და მარინა ასლანიშვილი.
მოსწავლეთა წარმოდგენილი ნამუშევრები იყო საინტერესო და მრავლისმომცველი ინფორმაციით დატვირთული. მე-6 კლასელებისთვის პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ საკითხის შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს მომავალ პროექტებში“,- აღნიშნავენ პედაგოგები და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: