თბილისის N219 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროქტის პრეზენტაცია მოეწყო
05-06-2025

თბილისის N219 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ბავშვები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტში.

ახლახან თბილისის N219 საჯარო სკოლაში მორიგი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ინგლისური ენის მასწავლებელმა, ია ადიკაშვილმა, მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ეკოლოგიური და გარემოს დაცვის პრობლემების თემაზე საინტერესო ნაშრომები წარმოადგინა.

პრეზენტატორებმა ისაუბრეს კაცობრიობის წინაშე მდგარი აქტუალურ პრობლემებზე, როგორიცაა: დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდა, გარემოს დაბინძურება, გლობალური დათბობა, მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობის კატასტროფული შემცირება... ასევე საუბარი შეეხო პრობლემათა მოგვარების გზებს, რომელთაგანაც, ადამიანების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება უპირველესია.

„მადლობა მოსწავლეებს და მასწავლებელს აქტუალური თემის გამოკვეთისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალშიც“, - ასე გამოეხმაურა თბილისის N219 საჯარო სკოლა გარემოსდაცვით პროექტში მოსწავლეთა ჩართულობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...