„განსხვავებული, მაგრამ მშვენიერი“​ - პტენის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა თემა - „ტოლერანტობა“, საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს 
06-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად, ჰუმანურობას, კაცთმოყვარეობასა და ტოლერანტობას ასწავლიან. 

„განსხვავებული, მაგრამ მშვენიერი“ - სწორედ ამ სლოგანით შეისწავლეს თემა - „ტოლერანტობა“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა. პედაგოგმა, ვარა გალიბინმა მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩართო, მათ შორის მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ აქტივობებს - „მრავალფეროვანი ხელები“ და „კეთილი სიტყვების ქილა“. 

„ქილაში“ ბავშვებმა ყოველ დღე უნდა მოათავსონ ერთმანეთის მისამართით დაწერილი ერთი კეთილი სიტყვა. კვირის ბოლოს კი მოსწავლეები ქილას გახსნიან და მოგროვილ სიტყვებს წაიკითხავენ. 

ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს ასწავლის ერთმანეთის პატივისცემას, სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობასა და ტოლერანტობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...