ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ლამაზი და ფერადი დღესასწაული მოეწყო. ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა და მასში მე-2-მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ეს დღე სკოლაში შთამბეჭდავად აღინიშნა, მოსწავლეებმა ბევრი იცინეს, იმხიარულეს და ერთმანეთს 1-ელი ივნისი დიდი სიყვარულით მიულოცეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსიც გაიაზრეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დაარსების ისტორიას გაეცნენ და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერება აიმაღლეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: