„ცხოვრება მშვენიერია“ - შემოქმედებითი პროექტი, რომელმაც ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები გააერთიანა 
06-06-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია, ხელოვნების მასწავლებლის თამარ არღვლიანის ინიცირებული პროექტი - „ცხოვრება მშვენიერია“.

პროექტი ითვალისწინებდა მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. კერძოდ, თითოეულმა მშობელმა შვილებთან ერთად წარმოადგინა თითო მუსიკალური ნომერი (ცეკვა, სიმღერა, მხატვრული კითხვა, ხელოვნების ნიმუშები).

ღონისძიება გამოვიდა ინოვაციური, ხალისიანი და მრავალფეროვანი და გააერთიანა სკოლა, ოჯახი, მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე. 

მოსწავლეებს ღონისძიება იმდენად მოეწონათ, რომ ერთ-ერთი მოსწავლე ლეონიდე არღვლიანი გამოვიდა ინიციატივით, პროექტი იქცეს სკოლის ტრადიციად და ჩატარების თარიღი დაემთხვეს ოჯახის სიწმინდის აღნიშვნის დღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...