საქართველოს ჰიმნი და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბავრის საჯარო სკოლაში
05-06-2025

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბავრის საჯარო სკოლა, რომელიც ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება კი, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე, პატრიოტი ახალგაზრდები აღუზარდონ.

ბავრის საჯარო სკოლის ბილინგვური სწავლების პედაგოგმა, ლუსინე მანასიანმა და საგნის „მე და საზოგადოება“ მასწავლებელმა - ჟანეტა შირინიანმა, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება წარმოადგინეს.

ბავშვებმა დახატეს პლაკატები, ლამაზად მორთეს საკლასო ოთახი, შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, წაიკითხეს ქართველ პოეტეთა ლექსები, იცეკვეს და კიდევ ერთი დღესასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები... აქტივობამ ლამაზ და თბილ გარემოში ჩაიარა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...