მარტვილის N1 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა
05-06-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ბავშვები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მარტვილის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი გახლავთ შიდასასკოლო კონფერენცია, რომელიც საბუნებუსმეტყველო კათედრამ გახსნა.

კონფერენციის შესავალ ნაწილში დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, სვეტა ხარებავას მოხსენება 2024-2025 სასწავლო წელს კათედრის მიერ განხორციელებულ აქტივობეთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე მოისმინეს და განიხილეს შემდეგი თემები:

1. ია და ნინო ოდიშარიები - „ტრადიციული მეთოდით ყველის დამზადების ტექნოლოგია"

2. ვერიკო ფრანგიშვილი - „მაკულატურიდან სასაჩუქრე ბარათებამდე“

3. ანი კვესელავა, მარიამ ჯანჯღავა - „E კოდის როლი ჯანმრთელობასა და გარემოზე“

4. ოთო ქაჯაია და ლუკა სულავა - „სათბური ეფექტის მიზეზები“

პრეზენტატორებმა ამომწურავად ისაუბრეს მათივე ჩატარებული სამუშაოს შესახებ. კონფერენცია კი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც უფრო საინტერესო გახადა აქტივობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...