ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის აქტიური მკითხველები ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ 
06-06-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ანა ბერძენიშვილის ბიბლიოთეკაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველებისთვის. ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ მე-3ა კლასის მოსწავლეები პედაგოგ ნანი სალუქვაძის ხელმძღვანელობით. 

სადღესასწაულო აქტივობაში მოსწავლეებმა ხალისით მიიღეს მონაწილეობა და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ბოლო მოსწავლეებს „მადლობის ბარათი“ და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...