დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თეკლა წიკლაურმა ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვა.
გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით, ყოველწლიურად ტარდება კონკურსი - „ვწერ თავისუფალ თემას“, რომელშიც პირველად მონაწილეობდა სკოლის მოსწავლე თეკლა წიკლაური. მან წარმატებით გაიარა კონკურსის ორივე ეტაპი და მოხვდა საუკეთესო ათეულში. აღსანიშნავია, რომ თეკლა ჟიურის რჩეულად დასახელდა.
კონკურსის ოფიციალური სპონსორი და ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც დიპლომები და საჩუქრები გადასცა საუკეთესო ათეულში გასულ მოსწავლეებს.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ თეკლას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: