ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის ვ.ჰოვსეფიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება გაიმართა დაწყებითი კლასის მასწავლებლის, ჰასმიკ სიმონიანის ორგანიზებით.
ბუშტებითა და ყვავილებით მორთული სცენაზე, პატარებმა პირველი საფეხურების წარმატებით დასრულება აღნიშნეს და ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზაობა დაანახეს დამსწრე აუდიტორიას.
მრავალფეროვანი სასცენო ნომრებით დატვირთულმა ღონისძიებამ დიდი მოწოდბა დაიმსახურა როგორ მშობლების ისე სკოლის ხელმძღვანელისა და დირექციისგან.
დირექტორმა ქალბატონმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და მათ დამრიგებელს და ღონისძიების გამართავისთვის ჩადებულლი შრომისა და მონდომებისთვის შეაქო ისინი. დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ერთ-ერთმა მშობელმა ანაჰიტ ავეტისიანმა, რომელმაც მასწავლებელბისა და დირექციის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
ღონისძიება დასრულდა მადლობის სიტყვებით, კეთილი სურვილებთა და ფოტოსესიით. დამსწრე საზოგადოება კი აღტაცებას ვერ მალავდა ბავშვების მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სასცენო ნომრების გამო.
იხილეთ ფოტოები: