ორიგინალური „ბოლო ზარი“ და დაუვიწყარი ემოციები - ​დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილა 
06-06-2025

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთ თაობა გააცილა. 

სკოლაში მე-12 კლასელისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. წელს სკოლიდან  მე-12 და მე-12 კლასის მოსწავლეები გააცილეს. 

მე-12 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის, ზურაბ პოპიაშვილისა და მშობლების აქტიური ჩართულობით,  დაუვიწყარი და ემოციური დღე მოაწყვეს. გაიმართა ორიგინალური „ბოლო ზარი“. 

ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. 

„მადლობას გიხდით დღევანდელი დღისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნეს სკოლაში. 

კიდევ ერთი დაუვიწყარი და ულამაზესი „ბოლო ზარი“ მოეწყო ამჯერად მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.  ემოციებით, სითბოთი და სიყვარულით სავსე დღე კურსდამთავრებულებთან ერთად მთელმა სკოლამ გაიზიარა. 

სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„წარმატებული მომავალი თითოეულ თქვენგანს უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის გვიყვარხართ“,- აღნიშნეს სკოლაში და ახალგაზრდებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...