ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ, ნათია ხულელიძემ, სატელევიზო შოუში მიიღო მონაწილეობა და მუსიკალური ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
ახალგაზრდა ტალანტი გამოირჩევა, როგორც სასწავლო მიღწევებით, ისე შემოქმედებითი აქტივობით. ნათიას მუსიკალური მონაცემები არაერთხელ მიუპყრია ყურადღება სკოლისა და საზოგადოების დონეზე, ხოლო ტელევიზიაში მიწვევა მისი შრომის და მონდომების კიდევ ერთი აღიარებაა.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ამაყობენ ნათიას მიღწევებით და გულთბილად ულოცავენ მას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ისინი ნათიას შემდგომ წარმატებებსა და დიდ ასპარეზზე დამკვიდრებას უსურვებენ.
მოსწავლის გამოსვლა სეგიზლიათ ნახოთ ბმულზე