ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
მათ შორის სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა მათე ქუშაშვილის სპორტული მიღწევები. მოსწავლე წარმატებული სპორტსმენია. სულ ახლახან, ახალგაზრდა მორაგბემ „ქართველი ბარბაროსების“ შემადგენლობაში მონაკოს ტურნირზე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „ბარბაროსების შემადგენლობაში ისტორიაში პირველად ითამაშა მოხევე მორაგბემ, რაგბის კლუბი „ყაზბეგის“ წარმომადგენელმა, მათე ქუშაშვილმა.
ტურნირი 25-26 აპრილს მონაკოს პრინც ალბერტისა და პრინცესა შარლენის პატრონაჟით ჩატარდა.
სკოლაში ახალგაზრდა სპორტსმენს დიდ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: