ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში IX კლასის მოსწავლემ, ინგლისური ენის გაკვეთილზე წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე – „ჯანსაღი და მავნე საკვები“.
მოსწავლემ დეტალურად ისაუბრა სწორი კვების მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და იმ ზიანზე, რასაც არაჯანსაღი საკვები ადამიანების ჯანმრთელობას აყენებს. პრეზენტაცია განხორციელდა ინგლისურ ენაზე.
გაკვეთილს უძღვებოდა ინგლისური ენის პედაგოგი თეა თოთაძე, რომლის ინიციატივითაც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან უცხო ენაზე საუბრის პრაქტიკაში და უნარების განვითარებაში.
სკოლა მნიშვნელოვნად მიიჩნევს თემატურ პრეზენტაციებს, როგორც მოსწავლეების საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ასევე საგნობრივი კომპეტენციების განვითარების მნიშვნელოვან გზას.