დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება - ნიკოლოზ წიკლაური და გოჩა ფიცხელაური საქართველოს ჩემპიონები არიან 
06-06-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ნიკოლოზ წიკლაური და გოჩა ფიცხელაური საქართველოს ჩემპიონები არიან. თბილისის „ლელო“ საქართველოს, ჭაბუკთა ასაკში შვიდკაცა სარაგბო ჩემპიონატის გამარაჯვებულია.  ჩემპიონების შემადგენლობაში ითამაშეს ნიკოლოზ წიკლაურმა და გოჩა ფიცხელაურმა. ახალგაზრდები სარაგბო კლუბ „ყაზბეგის“ აღზრდილები არიან და ამ ეტაპზე თბილისური „ლელოს“ ღირსებას იცავენ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და ახალგაზრდებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...