სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების პრეზენტაცია თემაზე – „როგორ ვაქციოთ ნარჩენები მწვანე ბიზნესად“
05-06-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მეათე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ეკა გოჩელაშვილის ხელმძღვანელობით წარადგინეს ინოვაციური და საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „როგორ ვაქციოთ ნარჩენები მწვანე ბიზნესად“.

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს გარემოსდაცვით გამოწვევებზე, ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც ეკომეგობრულ ბიზნესს მომავლისთვის მოაქვს. პრეზენტაციის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების საკითხებზე და ახალგაზრდების ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგ ეკა გოჩელაშვილს და მოსწავლეებს შემოქმედებითი ხედვისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში: „ეკა და ბავშვებო – წარმატებები!“

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...