პატარა გონდრიოს საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ლამაზი ღონისძიებით გააცილეს 
06-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთ თაობა გააცილა. 

წელს, „ბოლო ზარი“ შვიდი მე-12 კლასელისთვის დაირეკა. გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ბოლო გაკვეთილით დაიწყო.

კურსდამთავრებულებმა მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას მათ განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. დირექტორმა და მასწავლებლებმა კი მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს. 

გამორჩეული იყო ღონისძიების საზეიმო ნაწილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „ბოლო ზარის“ ღონისძიებამ საკმაოდ სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

მოსწავლეებმა დადგეს სახალისო დადგმები, იმღერეს და იცეკვეს ქართული და სომხური ეროვნული ცეკვები.

დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ. 

„სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლა ულოცავს მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და უსურვებს წინსვლას და წარმატებებს ცხოვრების მომავალ ეტაპზე“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...