„საუკეთესო ბუნებისმეტყველი“​ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
09-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით - „საუკეთესო ბუნებისმეტყველი“. 

კონკურსში გორელოვკის და ქალაქ ნინოწმინინდის N4 საჯარო სკოლების მე-5 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ვიქტორინა მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა

მონაწილეები აქტიური ჩართულობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203