ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით სწავლობენ.
ახლახან, კი მე-6 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწავლის პროცესში შემოქმედებითი მიდგომა მათთვის მეტად საინტერესო და სახალისოა.
მათ მოამზადეს და წარმატებით წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე Past: “Seven Ladies and A Dog”.
მოსწავლეებმა საინტერესო კედლის გაზეთიც შექმნეს და ინგლისური ენის ცოდნა და ლექსიკური მარაგი წარმოაჩინეს. მე-6 კლასელებმა თემაზე დიდი ინტერესით იმუშავეს და უცხოურ ენაზე მეტყველების პრაქტიკული უნარებიც განივითარეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2