გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწაველეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურისიით ქუთაისს ესტუმრნენ
06-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

სასწავლო წლის მიწურულს, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო. 

მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით ქუთაისს ესტუმრნენ და მოინახულეს სათაფლია, გელათი, მოწამეთა, ბესიკ გაბაშვილის ბაღი.

ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვები ქუთაისიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203