ხრიალეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები ღონისძიებით აღნიშნეს
06-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

პატარებმა სასწავლო მიღწევები ღონისძიებით აღნიშნეს და „დედაენას“ გამოემშვიდობნენ. 

პედაგოგ ნაირა კვერღელიძის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს. პირველკლასელებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს, ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა და აქეს და ადიდეს „დედაენა“ და მისი შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი. 

ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა პატარები სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...