ხრიალეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე, აჩი ასანიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკის ჩემპიონია
05-06-2025

ჭიათურაში გამართულ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკურ ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხრიალეთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლემ, აჩი ასანიძემ.

ახალგაზრდა სპორტსმენმა გამოიჩინა გამორჩეული ფიზიკური მზადება, სიბეჯითე და ბრძოლისთვის აუცილებელი სულისკვეთება, რაც გამარჯვების გარანტიად იქცა.

სკოლის დირექცია, პედაგოგები და თანაკლასელები ამაყობენ აჩის წარმატებით და უსურვებენ მას მომავალ გამარჯვებებსა და განვითარებას სპორტის სფეროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...