წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.
ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, როდესაც სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები საოცარი ემოციებით ეთხოვებიან სკოლას, რათა სექტემბერში უფრო დიდი შემართებით ეზიარონ ცოდნას.
ლიის თემის მე-2 საჯარო სკოლაში პირველი კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა; პირველკლასელებმა სასწავლო წელი პირველ მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან - თამუნა სამუშიასთან ერთად შეაჯამეს, სასწავლო პროგრამით მიღებული ცოდნა და უნარები სხვადასხვა მიმართულებით, მაყურებლებს საინტერესოდ წარუდგინეს და რამდენიმე თვით დამშვიდობნენ მშობლიურ სკოლას.
კლასის დამრიგებელმა კი მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა, მეორეკლასელობა მიულოცა და გზა დაულოცა.