ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიებით გადმოცემული გაზაფხულის სილამზე და ბუნების მშვენიერება 
06-06-2025

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რომლებიც მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას ემსახურება.

ასეთი აქტივობები ხელს უწყობს როგორც ცოდნის განმტკიცებას, ასევე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას.

აღსანიშნავია, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხული, ყვავილები...“. 

ღონისძიება მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ანა დარბინიანის ორგანიზებით გამართეს და ზღაპრული სანახაობა წარმოადგინეს. 

მუსიკის ფონზე ბავშვებმა გაზაფხულისა და ყვავილებისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების მიმდინარეობისას ეკრანზე ნაჩვენები იყო საგაზაფხულო ყვავილების ამსახველი სურათები. ღონისძიებას თან ახლდა სიმღერები და საცეკვაო ნომრები. 

ბავშვებმა სკოლაში ნამდვილი საგაზაფხულო განწყობა დაატრიალეს და მხურვალე აპლოდისმენტებით დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...