პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში „დედაენის დღე“ მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
05-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 14 აპრილი „დედაენის დღე“, რომელიც გამორჩეულად აღინიშნა პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I-V-VI-IX კლასების მოსწავლეები.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის ისტორიაზე, სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულებიც გამოავლინეს.

ღონისძიება თითოეული მონაწილისთვის შთამბეჭდავი გახლდათ, მოსწავლეებმა კი კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიის ფურცლებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...