ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის შემაჯამებელი ლამაზი ღონისძიება  
06-06-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. პირველი სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით შეაჯამეს და ანბანი გააცილეს. 

1-ელი კლასის მოსწავლეებმა დასკვნითი ღონისძიება გამართეს და მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმოადგინეს. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა და აქეს და ადიდეს „დედაენა“ და მისი შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი. პატარებმა პირველი მასწავლებელი ნინო წიქარიშვილი სიამაყით აღავსეს. 

დასასრულს, მასწავლებელმა, ნინო წიქარიშვილმა თითოეული მათგანი პირველი კლასის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...