ქუთაისის N24 სკოლის მოსწავლე გიორგი ჩაგანავა მედიაწიგნიერების მასშტაბური კონკურსის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელია
05-06-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.

სკოლის მოსწავლე გიორგი ჩაგანავა მედიაწიგნიერების კონკურსის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელია.

საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე მედიაწიგნიერების კონკურსი შეაჯამეს ჟიურის წევრებმა: რუსუდან კარკაძემ (ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი) ლევან ფანცხავამ („რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი) და დავით ლიკლიკაძემ (ჟურნალისტი). 

გამარჯვებულები და ის ახალგაზრდები, რომლებმაც გაიარეს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მედიაწიგნიერების კურსი დაჯილდოვდნენ სიგელებით, სერტიფიკატებითა და ფულადი პრიზებით.

გიორგი ჩაგანავა დაჯილდოვდა 500 ლარით.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

„სასკოლო საზოგადოება ულოცავს გიორგის ამ დიდ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ჭიათურისა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრებს ასეთი შესაძლებლობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...