ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებებს მოსწავლეები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სინტერესო ნამუშევრებსაც ქმნიან.
კომპლექსურ დავალებებს სამაგალითოდ ასრულებს მე-2 კლასელი ელენიკო. სულ ახლახან, მოსწავლემ „წყლის სამყაროს“ ბინადრების შესახებ საინტერესო ნამუშევარი შექმნა.
მე-2 კლასელმა ხალისით შეისწავლა წლის სამყარო, ბევრი რამ გაიგო წყლის ჯადოსნურ თვისებებზე, მნიშვნელობაზე. შემდეგ კი შემოქმედებითი პროდუქტის პრეზენტაციაც გამართა.
იხილეთ ფოტოები: