ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ლამაზი შემაჯამაბელი ღონისძიება 
05-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი იწურება. ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დასკვნითი ღონისძიება უკვე გამართეს და ცოდნა და შესაძლებლობები შეაჯამეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, გამოფინეს ნამუშევრები, სასწავლო მიღწევები, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

„სულ ლამაზ-ლამაზები, დახატულ-დაკალმულები. ნიჭიერები, გონიერები, სწავლის მოყვარულები. 
თითქმის დავამთავრეთ მეორე კლასი და უკვე ბევრი რამე ვისწავლეთ. რაც მთავარია ვართ მეგობრულები და ერთგულები. უყვართ სკოლა და ყველა მასწავლებელი. ესენი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. აი, ამდენი სიყვარულიკი მყავს მე!  მე-3 კლასში გადასასვლელად მზად ვართ! მადლობა ყველა მშობელს თანამშრომლობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობისთვის, საუკეთესო შვილების აღზრდისთვის!“, - ამ სიტყვებით მიმართავს პედაგოგი ქეთი კილასონია მოსწავლეებს და მე-3 კლასში წარმატებით გადასვლას ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203