ზღუდერის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება 
05-06-2025

ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელი და მშობლებით სიამაყით აღავსეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება, ასახელონ, როგორც პირველი მასწავლებელი, ასევე სკოლა და მშობლები და ქვეყანა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...