ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში - ქეთი რუსიშვილმა და ვანო მაზანაშვილმა პირველი და მეორე ადგილები გადაინაწილეს
05-06-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

მათ შორის მოსწავლეებმა წარმატება მოიპოვეს საგანმანათლებლო პროექტში - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. 

საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისთვის განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ენერგეტიკის თემაზე შექმნილი საკუთარი ნახატები და მაკეტები წარმოადგინეს.

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – ქეთი რუსიშვილმა და ვანო მაზანაშვილმა კონკურსში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ თანამედროვე ტექნიკით – კომპიუტერებითა და აიპადებით, ხოლო ზაფხულში მათთვის გაიმართება საგანმანათლებლო საზაფხულო სკოლა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...