ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ჩატარდა სპორტული შეჯიბრი კლასების შორის. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. მონაწილეებს აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს.
ყველა კლასმა ხალისითა და დიდი მონდომეთ ითამაშა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმა - ლენა კარაპეტიანმა, პირველ, მეორე და მესამეადგილოსნები დიპლომებით დააჯილდოვდა.
„წარმოდგენილი იყო სხვადასხვა შეჯიბრება, ძალიან ხალისიანი და საინტერესო დღე იყო“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: