ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნაყოფიერად ატარებენ ზაფხულს
26-06-2018
დღეს, ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. თითოეულ მოსწავლეს სხვადასხვა წიგნი ჰქონდა წასაკითხი, რის შემდეგაც მათ წაკითხული წიგნების შესახებ ისაუბრეს.
გააკეთეს წიგნის შინაარსის მოკლე აღწერა და გადმოსცეს ავტორის შესახებ მოკლე ინფორმაცია, შეაჯამეს და იმსჯელეს იმის შესახებ თუ რა მოეწონათ და რა არა წაკითხული წიგნებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ზაფხულისა და არდადეგებისა ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად და ნაყოფიერად ატარებენ ზაფხულს.
საზაფხულო აქტივობების ხელმძღვანელია „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია