თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ვიკტორია მკრტჩიანი და ელენა ანტონიანი „ეტალონის“ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
05-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალური შესაძლებლობა. 

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ჩატარდა, რომელსაც ხალისით შეუერთდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ვიკტორია მკრტჩიანი და ელენა ანტონიანი. მოსწავლეებმა ტესტი დიდი ინტერესით შეასრულეს. წარმატებული მონაწილეობის დასტურად კი სახელობითი სიგელები მიენიჭათ. 

საგნობრივი ოლიმპიადები სასკოლო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ თორიის საჯარო სკოლაში ახალისებენ მოწაფეთა საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას და ამ გზით ბავშვების ცოდნის გამდიდრებას. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.

2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...