ტამბოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ საგნობრივ ოლიპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა
05-06-2025

„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში უკვე გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რომელსაც დიდი მონდომებით შეუერთდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ილიტ ჩივჩიანი, ელიზავეტა ჩივჩიანი და ანნა გიგოლოვა.  ლილიტ ჩივჩიანმა და ელიზავეტა ჩივჩიანმა ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიპიადაში წარმოაჩინეს შესაძლებლობები, ანნა გიგოლოვამ კი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადაში იასპარეზა.

მოსწავლეებს წარმატებული მონაწილეობის დასტურად სახელობითი სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა. 

ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადების შემდეგ ჩემპიონატი 9-10 ივნისს მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადით გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...