ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლე მარია მანასოვას „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობის დასტურად სიგელი მიენიჭა
05-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალური შესაძლებლობა. 

27-28 მაისს, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა ჩატარდა, რომელსაც ხალისით შეუერთდა ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარია მანასოვა და ტესტი დიდი ინტერესით შეასრულა. წარმატებული მონაწილეობის დასტურად კი სახელობითი სიგელი მიენიჭა. 

საგნობრივი ოლიმპიადები სასკოლო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონკურსში ჩართულობა წახალისებული და მხარდაჭრილია.

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.

ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადების შემდეგ ჩემპიონატი 9-10 ივნისს მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...