
საგნობრივი ოლიმპიადები სასკოლო განათლების ერთ-ერთო მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალურ შესაძლებლობას.
საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში უკვე გაიმართა ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რასაც დიდი მონდომებით შეუერთდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე - გიორგი სესაძე, მან წარმატებით გაიარა, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები და მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელებიც მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.
2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: