იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლე ანასტასია ხურციძე „ეტალონმა“ საგნობრივ ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატებისთვის დააჯილდოვა
05-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალური შესაძლებლობა. 

27-28 მაისს, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა ჩატარდა, რომელსაც ხალისით შეუერთდა იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ხურციძე და ტესტი დიდი ინტერესით შეასრულა. წარმატებული მონაწილეობის დასტურად კი სახელობითი სიგელი მიენიჭა. 

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროექტებში ახალისებენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.

2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203