რუსთავის N23 სკოლის მოსწავლე თამარი დიხამინჯია „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადებში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა 
05-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალური შესაძლებლობა. 

საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში, უკვე გაიმართა ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რასაც დიდი მონდომებით შეუერთდა რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარი დიხამინჯია. 

მან წარმატებით გაიარა, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები და მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელებიც მიენიჭა. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.

2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203