ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ საგნობრივ ოლიმპიადებში მოპოვებული წარმატებისთვის დააჯილდოვა
05-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში, უკვე გაიმართა ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რასაც დიდი მონდომებით შეუერთდნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - დემეტრე მეტრეველი, ნუცა ბერიძე და ანა ბაკურიძე. 

დემეტრე მეტრეველმა და ნუცა ბერიძემ წარმატებით გაიარეს, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, ანა ბაკურიძემ კი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმოაჩინა შესაძლებლობები. მოსწავლეებს მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელები მიენიჭათ.

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.

2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203