ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ღრმაღელის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ცდილობს, ბავშვებს ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ხელი შეუწყოს ბავშვებს წრმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი უნარებით და სხვადასხვა კონკურსში მიღწეული წარმატებით სიამაყის საფუძველი შეუქმნან მშობლებს, პედაგოგებს, სკოლას...
ამის დასტურია ღრმაღელის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლის, ანა არიშვილის წარმატება.
მოსწავლე კარლ ჩერნის კონკურსის ჯილდოს და დამსახურებული 1-ელი პრემიის მფლობელი გახდა.
„სკოლის სახელით მადლობას ვუხდით სუფსის სამუსიკო სკოლას და პედაგოგს ნარგიზ სიმონიშვილს, ვუსურვებთ წარმატებას და გვჯერა, კიდე ბევრჯერ ასახელებთ ღრმაღელის საჯარო სკოლას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.